მე პირადად არ მინახავს, მაგრამ როგორც ამბობენ მაგარი ადამიანია. მე შევეცდები დავახასიათო ფრიდონი, რომელიც ხალხს აერთიანებს. ის ერთადერთია მსოფლიოში და ეძებს ყველა, ზოგმა ნახა კიდეც, მაგრამ თუ არ გაუფრთხილდები შესაძლოა გაგიბრაზდეს და მიგატოვოს. ამ შემთხვევაში უფრო დიდია მისი წასვლით გამოწვეული ტკივილი და სევდა. მათ კი ვისაც ჯერ კიდევ არ უნახავს ფრიდონი, შედარებით ადვილია უფრიდონოდ არსებობა, მაგრამ მაინც მის მოლოდინში ატარებენ ცხოვრებას.
როგორც ამბობენ მაღლობებზე უყვარს ყოფნა და უკაცრიელ ადგილებში დადის, მაგრამ ასეთ ადგილებზე როგორც წესი დიდხას არ ჩერდება.
ფრიდონს ამერიკელმა ხალხმა ძეგლი დაუდგა. ფრიდონზე მღერიან Paul McCartney, Robert Miles, George Michael, Akon, Alice Cooper, Jimi Henrix და სხვა...
ეძიეთ ფრიდონი!
დიდი მადლობა ყველას პოსტის შეფასებისთვის(ვერ ჩამოგთვლით დიდი კომენტარი გამომივა). კიდევ იმის თვის მადლობა, რომ ჩემი ბლოგის ერთგული მკითხველი ბრძანდებით. მე თქვენს კომენტარებს რომ ვკითხულობ და ელით ჩემგან სიახლეებს მეც იმიტომ ვირჯები ამდენს. :)
ReplyDeleteჩვენ ერთად თუ შევძლებთ მძინარე ქალაქის გამოღვიძებას!
პატივისცემით გიგოლი.