30.12.10
ბიზნესი 5000 ლარად!
ერთ-ერთ რუსულ ბლოგზე წავიკითხე რამდენიღაცა(აღარ მახსოვს) რუბლი მაქვსო და რა ბიზნესის დაწყებას მირჩევთო. სწორედ ეგ კითხვა მინდა დაგისვათ ახლა თქვენ. რა ბიზნესის(თუკი შეიძლება მაგას ბიზნესი დაერქვას) დაწყება შეუძლია კაცს 5000 ლარად? ახლა კი ვიცი უმრავლესობა იფიქრებთ ამან ფული იშოვა და დახარჯვა არ იცისო, მაგრამ გეტყვით, რომ ეგ 5000–იც არ მაქვს, მაგრამ ან კრედიტით ან ფულიანი ბიძის დახმარებით იშოვი კაცი რაღაცას. 5000 არაა ახლა ისეთი უსაშველო თანხა, რომ მოძრავმა ადამიანმა ვერ იშოვო. ხოდა დაწერეთ იდეები, რჩევები, შენიშვნები, მოსაზრებები და იქნებ სხვებსაც გამოადგეთ. ხოდა მაინდამაინც 5000–ზე ნუ ჩავეციკლებით, მივიღებთ იდეებს მეტი ან კიდე უკეთესი ნაკლებდანახარჯებიანი ბიზნეს იდეების შესახებ.
მიიღება ნებისმიერი ერთი შეხედვით იდიოტური იდეა. :)
Subscribe to:
Post Comments (Atom)

ხო ხო ხო არ დააყარენ იდეები! :) აი რომელზე შევაჩერო არჩევანი არ ვიცი. :D გადასარევია მე მიყვარს ჩემი უკაცრიელი ბლოგი რობინზონი ვარ ბლოგ სივრცეში თან ერთი პარასკევაც მყავს ეკას სახით :D
ReplyDelete