23.12.10

Happy birthday!

ხო დაბადების დღე მაქვს და მიუხედავად ხანშიშესლობისა, მაინც მიხარია. მიხარია ის, რომ ვიღაც ვიღაცეებს ვახსენდები მეგობრებსა თუ ნათესავებს; თანამშრომლებსა თუ მეზობლებს. ამათგან ზოგნი "მირეკავესემესებენ", ზოგნი კი "მიფეისკაიფებენ", ზოგნიც ხელის ჩამორთმევითა და პირზეკოცნით მხვდებიან. ასე მაგ: პირველი ჩემი ფორუმელი მეგობარი სოფი გახლდათ, რომელმაც ნამდვილად კარგ ხასიათზე დამაყენა, შემდეგ მას მოყვნენ სხვა ფორუმელებიც მაგ: ჩამი ჩუმი, რომელმაც ჩემი სურვილებით სავსე ჩემოდანი არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ ღმერთს გადასცა.
აი დილით კი თანამშრომლები შოკოლადით გამიმასპინძლდნენ. ასე რომ მთელ დღეს მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. ყველაზე მეტად კი საღამოს გუგლისგან მიღებულმა მოლოცვამ,  გამაკვირვხალისა და მშვენიერი ფერად-ფერადი ქახალთები დამაყარა დესკტოპზე.

თან ლოგოც დააყენა


მეტი რაღა გინდა სრულ ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯიღა მაკლდა.

13 comments:

  1. მდააა, გუგლი მეგონა მარტო ჯონ ლენონს ულოცავდა დაბდღეს :D

    ReplyDelete
  2. უი, მოლოცვა დამავიწყდა ! :D გაიზარდე და გაიხარე :))))

    ReplyDelete
  3. რით ვარ ახლა მე ჯონ ლენონზე ნაკლები?!

    მოლოცვისათვის გმადლობთ.

    ReplyDelete
  4. აჰა... :))

    როგორც იქნა მოვაგენი შენს ბლოგს.. :P პირველ რიგში გილოცავ მოგვიანებით... ;) მეორეც, ჩემს ბლოგზე მიწერ, რომ მეც მქონდა დაბადების დღე და გრანდიოზულად არ მიმიძღვნია პოსტიო... :D აბა, ეს რა არის? :P

    და როგორც შენ მითხარი - "არ მოგეშვები!" :D

    ReplyDelete
  5. :D ვაახ როგორ გამახარეთ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა. :) ასე მწარედან ნუ შემარცხვენთ ჩემს სიტყვებთან. ისე არც მაინდამაინც ძნელი მოსაგნებია მემგონი, მაგრამ ასე ფაქტზე წასწრება ნამეტანი უცნაური იყო. :))) ეხლა კი მართლა აღარ მოგეშვები

    ReplyDelete
  6. და დამიჯერე არც მე!!! :P

    ReplyDelete
  7. ეს ამბავი უსისხლოდ არ დამთავრდება :))

    ReplyDelete
  8. აუუჰ... :D:D:D

    ცოტა ზედმეტები მოგდის... :D:D:D:DD:D:D :P:P:P

    მიფრთხილდიიი :P

    ReplyDelete
  9. მემუქრებით კიდევაც არა? ჰმ..:) იცოდე შენს ბლოგს წელში გადავტეხავ თავის მუსიკალური ინსტრუმენტებიანად. :D))

    ReplyDelete
  10. არა, მე არ გემუქრები, შენ მოგდის ზედმეტი.. :P

    ოჰო, შემაშინა.. :D:D:D

    არა, ისე უნდა ვაღიარო, კარგი ბლოგი გაქვს... :)

    ReplyDelete
  11. აი ბოლო ფრაზა კი აშკარა ტყუილია. მე არ მომწონს ჩემი ბლოგი და შენ რამ მოგაწონა?

    ReplyDelete
  12. ნუ, სიმართლე რომ გითხრა, არც მე ვიცი.. :))

    რაღაც მყუდროსავითაა.. :)) მოკლედ, კარგია! :))

    ReplyDelete
  13. ოი, პირველმა მე მოგილოცე?

    რა მაგარია ^^

    ReplyDelete

ნუ გეზარებათ კომენტარები