15.5.11

ეს შეშლილი,შეშლილი, შეშლილი, მსოფლიო!

 შუბერტი ამბობდა: ჩაი ადგილია სადაც მუზა ცხოვრობს. მართალია სულაც არ უთქვამს შუბერტს ან შეიძლება უთქვამს კიდევაც, მაგრამ მე ამ წუთას მაწყობს, რომ ეს ასე იყოს და ვამტკიცებ, რომ შუბერტმ მართლაც თქვა ეს "ჯადოსნური" სიტყვები.
იდეა ბევრია, ფული თითქმის არ არის. გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან რა თქმა უნდა არის, მაგრამ გაიგე ახლა სად არის? ამ ბოლოს ერთ რამეს ვაკვირდები. რაც  უფრო მეტ ადამიანს იცნობ მით უფრო მეტ წარმატებას აღწევ. თუმცა ის ვერ დამიდგენია, რომ შეიძლება წარმატებას მოჰქონდეს ცნობილ პიროვნებობა. ის კი ნათელია, რომ ყველა ინდივიდუალურია, მაგრამ რაღაც საერთო აქვს ყველას. ეს ყველაფერი ბანალურია, თვით სიტყვა ბანალურიც უკვე ბანალურია!
ჩაი რომ გაქვს მირთმეული და ამ მდგომარეობაში "Chillout" გიღიტინებს ყურებში, მაგას არაფერი ჯობია.

ეს ჩემთვის, მაგრამ აბა სხვას ვკითხოთ რას გვეტყვის?! აი მაგალითად ამ ახალგაზრდას:
-გამარჯობა!
-გამარჯობათ! რა ხდება რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-რამოდენიმე შეკითხვა გვაქვს და თუ ბევრ დროს არ წაგართმევთ იქნებ გვიპასუხოთ?
-გისმენთ.
-არა ალკოჰოლური სასმელებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას და რატომ?
-ალბათ ყავას, კოკა-კოლას... რავიცი...
-და რით განასხვავებთ სხვებისაგან?
-ნუუ... ალბათ იმით, რომ გემრიელია, მსიამოვნებს(იცინის).
-რა გაცინებს შე უპატრონო?! არ იცი, რომ ჩაი უკეთესია?!

ერთი კი ფაქტია, ცუდ ყავას კარგი ჩაი ჯობია! თანაც ჩაი ბევრი რამის შეიძლება იყოს მაგ: პიტნის, ცაცხვის, კუნელის, მოცვის და სხვა. ყავა შეიძლება იყოს ყავის და ჩინური შხამქიმიკატების. :D აიი ეგ გინდოდა?! :)))
აქედან დასკვნა ჩაი დალიეთ, მოდუნდით, დაისვენეთ ხალხო, შეიშალა მსოფლიო!

7 comments:

  1. ესეიგი, ის ფაქტი, რომ ყველას აქვს რაღაც საერთო, რაც ბანალურია, გეთანხმები, თუმცა ასე თუ შევხედავთ ყველაფერი ბანალური გამოვა. ამიტომ შეხედე ყველაფერს არა ისე, როგორც სხვა დანარჩენს გავს, არამედ ისე, როგორც სხვებს არ გავს და რაღაცით გამორჩეულია.

    რაც შეეხება ჩაის, ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს. და ყველას რომ ჩაი მოსწონდეს, აი ეს კი მართლაც ბანალური გამოვა.

    წარმატებაზე გეთანხმები, ბევრ ნაცნობს თავისთავად წარმატება მოაქვს, თუმცა რამე სხვაც არ მოიტანოს ჰააა?
    ესეიგი, ნაცნობსაც გააჩნია. :)

    ReplyDelete
  2. იმას თუ ჩაის ეძახით რითაც გაჯერებულია ქართული ბაზარი, მწარედ შემცდარხართ.

    ReplyDelete
  3. და შენ თუ იმას ყავას ეძახი, რასაც ჩვენ ვსვავთ, შენც შემცდარხარ :)

    ReplyDelete
  4. სწორედ რომ მე არა და სხვები ეძახიან

    ReplyDelete
  5. კარგად წერ.. და ვიდზეც წაკითხვადია ბლოგი : ) Keep Bloging

    ReplyDelete
  6. თენქიუ დევი!

    პ.ს. იდეალური არ არის, მაგრამ როგორც თენგიზი იტყოდა თავისზე გლახას ჯობია!

    ReplyDelete
  7. იმდენად მიყვარს ჩაი, რომ ხანდახან 10 ჭიქამდეც ავდივარ, ოღონდ უშაქრო: ))
    თუმცა ყავა ცოცხალი ენერგიაა: )

    ReplyDelete

ნუ გეზარებათ კომენტარები