10.5.11

დაზღვევა I


ერთი ფრაზა მახსენდება რეკლამიდან: ვაშლი! მოიცა! შეძლებს კი თქვენი საპონი ბაქტერიებისაგან დაცვას?...
-სანამ გადაწყვეტდეთ, რომ ავად გახდეთ ჯერ კარგად დაფიქრდით გინდათ ამ ლაბირინთში შესვლა? ან ანაბარზე დაგიგროვდა საკმარისი თანხა? ან კიდევ გაცვიათ რკინის ქალამნბი? ან კიდევ გააქვთ დაზღვევა?
-მოიცა რა თქვი? დაზღვევა?
-ჰო დაზღვევა დაზღვევა.
-ეგ დაზღვევა ის არ არის, რაღაც ქაღალდზე...ხო ხო მაქვს როგორ არ მაქვს. კი მაგრამ ეგ დაზღვევა რაში გამომადგება?
-როგორ თუ რაში! იმაში გამოგადგება, რომ ავად რომ გახდები და ექიმი გეტყვის ერთი კვირის სიცოცხლე დაგრჩა ოპერაციას თუ არ გაიკეთებო. დაზღვევა დაგეხმარება იმაში, რომ სამ დღეში მოგაკითხოს ცელიანმა კაცმა.

ვერ იტყვი გადაჭრით კაცი რამდენად მართალია, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი ამ ყველაფერს. ჰოოდა გადავწყვიტე დაზღვევა გამომეყენებინა. რაში უნდა გამომეყენებინა და დანიშნულებისამებრ. დღევანდელ დღეს ხომ ერთ ჯანმრთელ კაცსაც ვერ ნახავ ქუჩაში. ყველას რაღაც აწუხებს, ყველას რაღაც ტკივა. არც მე ვარ გამონაკლისი მკითხველო. ჰოდა მეც მივაკითხე. სულო და გულო რაც მე არ მაწუხებს ბუასილიდან დაწყებული, თვალის "გაზარმაცებით" დამთავრებული. ჰოდა მაცალეთ ცოტა ხანს და გეტყვით ზემოთ მოყვანილი დიალოგი რამდენად შეესაბამება სინამდვილეს.

პ.ს. პოსტი დაიწერა მაიტოს ბლოგზე სტუმრობის ხათრით. :)

4 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. კარგი პოსტია :) გაგრძელებაც საინტერესოა :)
    განსაკუთრებით პ.ს. მომეწონაა :)

    ReplyDelete
  3. ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ არ მოგწონებოდა. :)

    ReplyDelete
  4. :) :) ველი ახალ პოსტეებს :)

    ReplyDelete

ნუ გეზარებათ კომენტარები