12.6.11

მე არ მოვტყუებულვარ!

2011 წლის 24 მაისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ლოტი ნომერი 2; საქმის ნომერი A11018224, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა: 2002 წელს გამოშვებულ ავტომანქანა რენაულტ მეგანს სახელმწიფო ნომრით LEO-845.
აუქციონი 7 დღეს გაგრძელდა. მისი საწყისი ფასი 1250 ლარს შეადგენდა.  წარმოდგენილ ლოტზე ვაჭრობა მხოლოდ ბოლო დღეს გააქტიურდა და ბიჯების საერთო რაოდენობამ 83–ს, ხოლო საბოლოო ფასმა 2512,50 ლარს მიაღწია. ვაჭრობის დასრულების ზუსტ თარიღად 1 ივნისი 2011 წ., 15:58 საათი დაფიქსირდა(იხ.ფოტოსურათი .01).



















ფოტოსურათი .01

ამის შემდეგ, უკვე 2011 წლის 9 ივნისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კვლავ გამოცხადა აუქციონი ზემოთხსენებულ ლოტზე.












 





ისმის კითხვა. რა გაიყიდა 1 ივნისს თუ მყიდველს კანონი აძლევს უფლებას აუქციონის დამთავრებიდან 10 დღის ვადაში დაფაროს აღნიშნული ლოტის საფასური?

პ.ს. კარგად მესმის რომ ამ კითხვაზე პასუხს არავინ გამცემს, მაგრამ მე მაინც ღიად და ხაზგასმით მინდა დავაფიქსირო რომ მე არ მოვტყუებულვარ! 

3 comments:

  1. :-D ხაზგასმა მომეწონა განსაკუთრებით :-) თვალები უნდა მოჭუტო და თქვა: აჰაა, თქვენ მე ვერ მომატყუებთ!.. :-D

    ReplyDelete
  2. არ მოგეწონებოდა და ვისი აჯობებდა :)))

    ReplyDelete
  3. ვახ, ნუ ი ნაგლასტ რა!!! :-D

    ReplyDelete

ნუ გეზარებათ კომენტარები