25.7.11

I need PayPal service in Georgia


მე ჩემის მხრიდან მცირედით შევეცდები გავაცნო ჩემი ბლოგის მკითხველს PayPal_ის და მისი დადებითი მხარეების შესახებ, რაც იქნებ ცოტათი მაინც წაადგეს ამ ინტერნეტ გადახდების სისტემის საქართველოში შემოსვლასა და დანერგვას.

მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის საუკეთესო გზა ინტერნეტ ვაჭრობის დროს. მაგ: PayPal_ით პროდუქტის შეძენის ან სხვა ნებისმიერი ოპერაციის დროს, მყიდველის (ამ შემთხვევაში თქვენი) ანონიმურობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცულია. ამასთან არც საკუთარი, არც ოჯახის წევრების და არც ყველა შენი მეზობლის თითები არ გეყოფა იმ ონლაინ მაღაზიების ჩამოსათვლელად სადაც გადახდის ერთერთ ან ერთადერთ საშუალებად PayPal_ი გვევლინება. შეგახსენებთ რომ PayPal_ის სერვისით უკვე სარგებლობენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა:
 ლაოსი


 სომალი 


მალი


რუსეთი


და კიდევ 186 ქვეყანაში. საქართველოში უკვე 14 050 ადამიანია დაინტერესებული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა. საჭიროა 30 000 და მეტი მსურველი რათა მოხდეს დაინტერესება ჩვენი ქვეყნით. 30 000 მსურველი კი გახდება ამ დაინტერესების ერთერთი ფაქტორი. ამ მიზნით Facebook_ზე შეიქმნა მხარდასაჭერი გვერდი სადაც შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი დაინტერესება საქართველოში PayPal_ის შემოსვლის. 

 შეუერთდი Facebook_ზე PayPal_ის მხარდამჭერთა ჯგუფს

2 comments:

  1. me maqvs dalaikebuli, magram marto me ras veyofi.mec minda paypal :S

    ReplyDelete
  2. სამაგიეროდ შენი ლაიქი რამდენს უდრის?! :)

    ReplyDelete

ნუ გეზარებათ კომენტარები