17.8.11

მამაო დამლოცე!



კობი საღამოს ექვსი საათი. უსიკვდილოდ უნდა ჩავიდეთ 4 კაცი ზურგჩანთებით სტეფანწმინდაში. ტრანსპორტი აღარ დადის, ჩვენი ერთადერთი იმედი ავტოსტოპია. დავდექი გზისპირას და გავაშტრიკინე ხელი. რამოდენიმე მანქანამ ჩაიარა უშედეგოდ, ამ მანქანების არ გაჩერების მიზეზი თავად დავინახე ზოგს ადგილი არ ქონდა და ზოგსაც ... ამ დროს კობიდან ორმა ჯიპმა გადმოუხვია მათ შორის ერთი პიკაპის ტიპის. მათი მფლობელები უკვე ვიცით ვინაიდან ერთხელ უკვე შეგვხვდნენ გზაზე და ვიცით საიდან მოდიან და სად მიდიან. ჩვენც იმედის ნაპერწკალი ჩაგვესახა, ფაქტიურად თავი სტეფანწმინდაში მეგონა უკვე. ჯიპები მოგვიახლოვდნენ და მეც დარწმუნებულმა, რომ მამაოები მაინც გაგვიჩერებენ თან პიკაპში, რომელშიც მხოლოდ ერთი ერთი მამაო იჯდა და საბარგულიც ცარიელი ჰქონა, მეორეში კი მხოლოდ ორი მამაო იჯდა სულ "შხუილით" ჩაგვიქროლეს!

გისვავთ შეკითხვას: რა სარგებლობა მოაქვს მამალს?

3 comments:

  1. მართალი ბრძანდებით, ოღონდ კიარ ყივის, არამედ ღნავის! :))

    ReplyDelete

ნუ გეზარებათ კომენტარები