20.11.09
არააააა
20.11.09
1
არ ვაპირებ ბლოგინგით ფულის შოვნას არააააააააა უფ..
Labels:
პატარა პოსტი,
უკატეგორიო
15.11.09
Blog Holding
15.11.09
5
ორი წამით მოგაცდენთ. გადახედეთ ჩემს ახლად გამოჩეკილ ბლოგ ჰოლდინგს და შემიფასეთ, როგორც დიზაინი, ისე თემატიკა და შინაარსი. არ დაიშუროთ კომენტარები, კრიტიკული თუ საქებარი. აბა ჰე, თქვენ იცით....
www.oooooo1.blogspot.com
www.cuteyoutube.blogspot.com
www.mshia.blogspot.com
www.oooooo1.blogspot.com
www.cuteyoutube.blogspot.com
www.mshia.blogspot.com
Labels:
პატარა პოსტი,
უკატეგორიო
14.11.09
Georgia VS Argentina
14.11.09
0

დღეს სამსახურიდან პირდაპირ სტადიონზე წავედი. საქართველოსა და არგენტინის ნაკრები გუნდების შეხვედრაზე რაგბში. როგორც იტყვიან ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
ცოტა ადრე მივედი და მეგობრებს სტადიონის მთავარ შესასვლელთან ველოდებოდი, როდესაც მომიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გულშემატკივრებს სახეზე დროშებს ახატავდა და თამაშთან დაკავშირებით თავისი შეხედულებები გამიზიარა. საუბარმა ისე გაგვიტაცა, რომ მთელი აზარტით ვუხსნიდით ერთმანეთს თუ როგორ წარიმართებოდა თამაში. აშკარად იგრძნობოდა მის საუბარში, რომ რაგბის გულშემატკივართ, სხვანაირი ემოცია შემოაქვთ სტადიონზე, რადგან მათგან მოგებას ელოდებიან და ხშირ შემთხვევაში მორაგბეები, გულშემატკივარს იმედს არ უცრუვებენ. ასევე შემიძლია ვთქვა, ახალა უკვე კალათბურთზეც. აშკარაა ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები, განსხვავებით ფეხბურთისა, მითუმეტეს თუ გავიხსენებთ რამოდენიმე დღის წინ გახმაურებულ ამბავს, ალბანეთთან გასვლით მატჩზე მომხდარ გაუგებრობას ვგულისხმობ.
მე გამარჯვებას მივულოცავ ქართველ მორაგბეებს და იმედი მაქვს, ფეხბურთის მატჩზეც შევძლებთ ისეთ გულშემატკივრობას, როგორც თუნდაც დღეს იყო რაგბის თამაშის დროს.
ხო მართლა გეცოდინებათ მაგრამ მაინც 24 : 22 ქართველ მორაგბეთა სასარგებლოდ
Labels:
საინტერესო,
სურათიანი
12.11.09
სალხინო "უკვდავების წამალი"
12.11.09
1
სალხინო: აწესრიგებს პირის ღრუს, სასუნთქი სისტემის პრობლემებს, აქრობს უსიამოვნო სუნს. აგვარებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და ხსნის ტკივილებს, აძლიერებს იმუნიტეტს, უნარი აქვს გაიწოვოს სიმსივნური წარმონაქმნები. მკვეთრად აქვს გამოხატული ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური მოქმედება. აწესრიგებს შარდ-სასქესო ორგანოების მოქმედებას, როცა შეიმჩნევა შენელებული და გახშირებული შარდვა, შარდვის დროს წვა, შარდსადენი ხვრელის ბაგეთა მიწებება, სუნი, გამონადენი, ტკივილი წელის, გავის ძვლის, თირკმელების არეში, შარდის წვეთ-წვეთად გამოყოფა, მოშარდვის სურვილის დაუკმაყოფილებლობა, აგვარებს თესლის ნაადრევ გამოყოფას, აღადგენს სექსუალურ სისუსტეს. რეკომენდირებულია მასტოპათიების, ჭრილობების, კანის, ლორწოვანი, ჩირქოვანი და ანთებითი პროცესების, კოლპიტის, პროსტატიტის, სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებების, რინიტის, ბრონქიტის, პულპიტის, გინგივიტის, პარადონტიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ჰეპატიტის, ნეფრიტის, რადიკულიტის, ბუასილის და სხვა ანთებითი პროცესებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობა-პროფილაქტიკისათვის. განსაკუთრებით კარგად ამჟღავნებს თავის ბაქტერიოციდულ თვისებებს, სტრეპტოკოკების, სტაფილოკოკების, ნაწლავის ჩხირის მიმართ. იგი მოქმედებს სხვადასხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეულ ანთებით პროცესებზე, გამოაქვს ჩირქი ორგანოებიდან, ანთავისუფლებს მათ შლაკებისაგან და ნალექისგან. უნარი აქვს აღადგინოს ნეკროზული პროცესები. ის აგრეთვე რეკომინდირებულია კომპლექსური თერაპიის დროს, სხვა მედიკამენტებთან ერთად. პრაქტიკამ დაადასტურა ისიც, რომ სარძევე ჯირკვლების დაავადებების დროს ხსნის ტკივილებს მკერდის, ბეჭის და იღლიის არეში. მასტოპათიების შემთხვევაში, უნარი აქვს გაიწოვოს სიმსივნური წარმონაქმნები. თუ გამოიყენებთ მშობიარობის შემდეგ, აიცილებთ მასტიტს და შეინარჩუნებთ ბავშვის კვებას საკუთარი რძით.ძნელად თუ გაიხსენებთ ისეთ დაავადებას, რომელას ამ ჩამონათვალში ვერ შეხვდები. ასე, რომ თუ მართლაც კურნავს ამ დაავადებებს. გამოდის, რომ უკვდავების წამალი ყოფილა და აბა ვეცით აფთიაქებს და ვიცოცხლოთ 500, 600 და კიდევ უფრო მეტი წელი. აეეეე...
ნამცხვარი "ნაციონალი"
რეცეფტი
მასალა:
ავიღოთ ერთი ცალი, მოხარშული მიშა სააკაშვილი და ჩავდოთ ჯამში.
დავუმატოდ ორასი გრამი ბოკერია. ზევიდან მოვაყაროთ, წვრილად დაჭრილი მერაბიშვილი. ჯამში ასევე ჩავასხათ, ნახევარი ლიტრი უგულავა და მიქსერით მაგრად ავთქვიფოდ.
მიღებული მასა ნატოთი გავაბრტყელოდ და შევდგათ ღუმელში. 15-20 წუთის შემდეგ გამოვიღოთ და ზევიდან წავუსვათ პუტინი. ნამცხვარი მზადაა და შეგვიძლია მივიტანოთ სუფრასთან.
P.S. ყოველი შემთხვევისათვის, რომ არ მიწამლოთ, ნახევარი საათით ადრე სანამ ამ ნამცხვარს მიირთმევდეთ, შეგიძლიათ მიიღეთ ერთი აბი კუკავა.
მასალა:
- 1ც მიშა სააკაშვილი
- 200გრ გიგა ბოკერია
- 0.5 გიგი უგულავა
- პუტინი
ავიღოთ ერთი ცალი, მოხარშული მიშა სააკაშვილი და ჩავდოთ ჯამში.
დავუმატოდ ორასი გრამი ბოკერია. ზევიდან მოვაყაროთ, წვრილად დაჭრილი მერაბიშვილი. ჯამში ასევე ჩავასხათ, ნახევარი ლიტრი უგულავა და მიქსერით მაგრად ავთქვიფოდ.
მიღებული მასა ნატოთი გავაბრტყელოდ და შევდგათ ღუმელში. 15-20 წუთის შემდეგ გამოვიღოთ და ზევიდან წავუსვათ პუტინი. ნამცხვარი მზადაა და შეგვიძლია მივიტანოთ სუფრასთან.
P.S. ყოველი შემთხვევისათვის, რომ არ მიწამლოთ, ნახევარი საათით ადრე სანამ ამ ნამცხვარს მიირთმევდეთ, შეგიძლიათ მიიღეთ ერთი აბი კუკავა.
Labels:
გასართობი,
პატარა პოსტი
10.11.09
დიდი მოლოდინი
10.11.09
0

კინომოყვარულები გაფაციცებით ელიან ფილმ 2012–ის გამოსვლას. ამ სახელწოდებით კიდევ ორი ფილმია გამოსული. ერთერთი მათგანი დოკუმენტური. მათი რეიტინგი კი ძალინ დიდია, მაგრამ კინოკრიტიკოსების აზრით, ეს გამოწვეულია ჯერ არ გამოსული 2012–ით, რომელშიც ერთერთ მთავარ როლს John Cusack ასრულებს.

* * *
გეიმერები კი მოუთმენლად ელიან Call of duty modern warfare 2_ის გამოსვლას,როგორც ტრეილირებიდან ჩანს, მისი გრაფიკა რადიკალურად განსხვავდება მის წინა ვერსიისაგან.
9.11.09
M4
9.11.09
1

მოგეხსენებათ თუ როგორი წვიმიანი ამინდები გადაება ამ შემოდგომაზე. შესაბამისად მომიწია სამუშაოზე 15კგ–იანი ინკლინომეტრით ტალახში ბოდიალი. ერთერთი ბოდიალისას, გზად შეგვხვდნენ ბაქო თბილისი სუფსის მილსადენის დაცვის თანამშრომლები(ისინიც ფეხით). დავინახე(ან რა დანახვა მაგას უნდოდა) როგორ ქონდა მოკიდებული M4 ერთერთ მათგანს და რაღათქმა უნდა ეგრევე ვეკვეთე და გამოვართვი. იფ უნდა გენახათ როგორ იყივლა ჩემში ჩაძინებულმა სამშობლოს ერთგულებამ და პატრიოტიზმმა. მზად ვიყავი ფრონტის წინა ხაზზე გავჭრილიყავი, სამშობლოს დასაცავად. :D სახლში მივედი თუ არა მაშინვე ვიკიპედიას ვეცი და ინფორმაციას გადავხედე ამ იარაღზე.

ინფო: ამერიკული მოიერიშე შაშხანა, მოქმედებაშია 1997 წლიდან. გამოყენებულ იქნა ავღანეთის(2001) და ერაყის(2003) ომებში. წარმოებულია Colt_ის მიერ. ცარიელ მდგომარეობაში იწონის 2.7კგ. სიგრძე 838მმ. ვაზნა 5.56x45.

Labels:
ამბავი,
საინტერესო,
სურათიანი
6.11.09
შეიხები ოდნოებში: ო მოდა მოდა!...
6.11.09
0
ჩემს ერთერთ პოსტში ნათლად ჩანდა თუ რა დამოკიდებულება მაქვს ადნაკლასნიკებზე. აქედან გამომდინარე კიდევ და კიდევ უფრო ვაკვირდები ხალხს ქუჩაში და უკვე იმდენად გავიწაფე ამ საქმეში, რომ ადამიანს, შევხედავ თუ არა, 90%_ის სიზუსტით შემიძლია გითხრათ არის თუ არა ის "ადნაკლასნიკი". შედეგად მე ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ხალხს ვყოფ ორ კატეგორიად: 1) ჩვეულებრივი მოკვდავები და 2) ადნაკლასნიკები.
ჩვეულებრივი მოკვდავების დახასიათებას, აღარ დავიწყებ და პირდაპირ გადავალ ადნაკლასნიკებზე. საქმე კი იმაში გახლავთ, რომ ყველა ეს ხალხი, ასე თუ ისე, რაღაცით გავნან ერთმანეთს. აი მაგალითად. ჩაწერეთ "პოისკ ლუძეიში" ნებისმიერი ცნობილი გვარი, შემდეგ მიუთითეთ მამრობითი სქესი და "პოისკ". დიდი თვალიერება არ დაგჭირდებათ იმის სანახავად, რომ ადნაკლასნიკების უმრავლესობის ყელზე აღმოაჩენთ ამ "მოდურ" ნივთს

და თუ ვინმეს დაებადა კითხვა, რა არის ეს? მე გეტყვით. ეს არის დღევანდელი კლასნიკების მოდ. აი ზოგიერთი მათგანიც:

და თურმე მანდილოსნებიც. :D
ოხ მიშა, მიშა, ყველაფერი, შენი ბრალია.

29.10.09
კულტურული ომი
29.10.09
2
ომი გრძელდება! ამჯერად ფრონტის ხაზი კულტურაზე, უფრო კონკრეტულად კი კინემატოგრაფიაზე გადის.
- მე გადავიღებ ფილმს ცხინვალის ომზე და ვაჩვენებ ყველას თუ რა მოხდა სინამდვილეში.
- სამაგიეროდ მე შენს გადაღებულ ფილმს ჩემს ქვეყანაში არ ვაჩვენებ და კიდევ ახალ ფილმს გადავიღებ იმაზე თუ რა მოხდა რეალურად ცხინვალში.
რას გავს ეს?!
Labels:
ოფიციალური,
პატარა პოსტი,
სურათიანი
26.10.09
Change The Address bar Icon (Favicon)
26.10.09
0
თუ ვინმეს აქვს სურვილი ბლოგის ლოგოს
შეცვლის, მაშინ გააგრძელეთ კითხვა და შეცვალეთ ლოგო.
მაშ ასე, თქვენი ბლოგის html კოდში მოძებნეთ ეს ტეგი /HEAD(გვერდზე სიტყვის საძიებლად დააჭირეთ Ctrl+F_ს)
მოძებნის შემდეგ კოდის ზემოთ, ანუ მარცხენა მხარეს დააკოპირეთ ეს ლინკი
link href='აქ ჩასვით სურათის მისამართი' rel='SHORTCUT ICON'/ და კოდი მოაქციეთ ამ ნიშნებს შორის <>
საბოლოო ჯამში კოდმა უნდა მიიღოს შემდეგი სახე
link href='http://image.geotorrents.com/images/x4r1b37nuun0js9s8u8t.ico' rel='SHORTCUT ICON'/>
და კიდევ სურათი უნდა იყოს .ico; .gif; ან .png ფორმატში და გაფართოვება არ უნდა აღემატებოდეს 32x32_ს. ბლოგსპოტზე მუშაობს ვიცი, მაგრამ რამდენად იმუშავებს ვორდპრესზე ან სხვა სისტემაზე არ ვიცი.

Internet,
ისწავლე,
საინტერესო,
სურათიანი
24.10.09
რემონტი
24.10.09
0
აღმოჩნდა, რომ ჩემნაირი ტემპლეიტით კიდევ რამოდენიმე ქართველი ბლოგერი სარგებლობდა, ამიტომ გადავწყვიტე დიზაინის შეცვლა და კაპიტალური რემონტი ჩავუტარე ბლოგს. დავიწყე იმით, რომ შევცვალე ტემპლეიტი, შემდეგ ამ ტემპლეიტს შევუცვალე "ჰიდერი":
იყო ასეთი

გახდა ასეთი

ასევე დავამატე სხვადასხვა ფუნქციები და საბოლოო ჯამში გამოვიდა ის როგორსაც ხედავთ ახლა.
-ახლახანს კატაც შემოვსვი სახურავზე :P
იყო ასეთი

გახდა ასეთი

ასევე დავამატე სხვადასხვა ფუნქციები და საბოლოო ჯამში გამოვიდა ის როგორსაც ხედავთ ახლა.
-ახლახანს კატაც შემოვსვი სახურავზე :P
Labels:
სურათიანი,
უკატეგორიო
23.10.09
19.10.09
Odnoklassniki
19.10.09
2
ყურადღება!
გავრცელდა ახალი ვირუსი სახელად "ადნაკლასნიკი".
ვირუსის აღწერა: გვხვდება სტაფილოსფერსა და მწვანეში. გადადის ინტერწვეთოვანი გზით. დამახასიათებელია, ყველა ასაკის ადამიანისათვის. მავნედ ზემოქმედებს ტვინის უჯრედებზე და იწვევს მათ ლპობასა და კვდომას, რასაც მივყავართ სრულ განადგურებამდე.
დამახასიათებელი თვისებები:ჩვენს ლექსიკონში, ჩნდება ახალი ტერმინები. მაგ: კლასნიკები; ოდნოები; აცენკები; დრუზია დრუზეი; მოი გოსტი; პოისკ ლუძეი; სეიჩას ნა საიტე და ასე შემდეგ.
თავდაცვის საშუალებები: გათიშეთ ინტერნეტი, გამოიყენეთ DNS სერვერი, საიტის დასაბლოკად, ან დარეგისტრირდით facebook_ზე.

How to open DVR files?
DVR_ი ეს არის, სათვალთვალო კამერით გადაღებული, ვიდეო მასალის გაფართოვება, რომელიც არ იხსნება ჩვეულებრივი ფლეიერებით, მაგალითად როგორიცაა: WMP ან Gom player_ი.
მე პირადად ძალიან ბევრი ვიწვალე DVR ფაილის გასახსნელად. ზოგი მეუბნებოდა რომ დამეინსტალირებინა Linux_ი, ზოგი კოდეკების დაყენებას მირჩევდა და ზოგიც რას, მაგრამ პრობლემა ისევ თავად გადავჭერი. იმ პროგრამის საშუალებით, რომლის ჩამოსაწერ ლინკსაც, ქვემოთ მიგითითებთ. ეს პროგრამა თავსებადია ვინდოუსთან.
Download DVR player

livemocha
ჩემი "მოკაპოინტების" ისტორია

რეკომენდაციას ვუწევ ამ საიტს და გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი საშუალებაა უცხო ენის სასწავლად, თანაც სრულიად უფასოდ. www.livemocha.com
რეკომენდაციას ვუწევ ამ საიტს და გეტყვით, რომ არაჩვეულებრივი საშუალებაა უცხო ენის სასწავლად, თანაც სრულიად უფასოდ. www.livemocha.com
12.10.09
4.10.09
აქედან ვერ ამოშლი! (შერეკილები)
4.10.09
0
- შვილო ჩემო, წერილ არს. უკეთუ თვალი შენი მარჯვენა გაცდუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა რათა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე ყოველი გვამი შთავარდეს გენიასა შინა. (დათა თუთაშხია)
- არავის საქმეში არ ვერევი მე და ნურც ნურავინ ჩაერევა ჩემს საქმეში.(დათა თუთაშხია)
- ააბი გლუკოზა.(შერეკილები)
- ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას.(ფეოლა)
- თქვენ მოჰკალით ძერა?(ჭრიჭინა)
- დედაშენს რა ვუთხრა შვილოო?(ჯარისკაცის მამა)
- ოთხმოცი კაპიკი და კიდო მანეთი.(იმერული ესკიზები)
- თქვენ გინდათ ჩემი ფული? მე თქვენ დედებს მ...(უძინართა მზე)
- თავმჯდომარე არ გამოჩენილაა?(სიყვარული ყველას უნდა)
- ხომ გითხარი გაფრინდებიან მეთქი, შე გალსტუკიანო.(შერეკილები)
- ამ ჯამ დალენ შენა? ამოდენა ჯამსა?(ღვინის ქურდები)
- პაპიი პაპიიი... მიყიდე რა წითელი წკაპუნები პაპიი..(რაც გინახავს, ვეღარ ნახავ)
- მაიტა მაშინ შენი ცოლი.(სიყვარული ყველას უნდა)
- დავაი ვადა დავაი დრავა, ეტა პოსტ ნაზივაეტსია?(ჯარისკაცის მამა)
- როგორ მოხვდი მანდა? უპასუხე უფროსსა. ბავშობიდან აქა ვზივარ.(ქვევრი)
- შტო ტაკოი ჩიტო გვრიტო?(მიმინო)
და ასე შემდეგ!....
Labels:
გასართობი
3.10.09
სოfლელი
იმდღესა სოfელში ვიყაი. ხოოდა მაგი დედა მოვს....აან, ქბილი ამოვისვი ღლიაშიი, მერე ავანსეი ბოთლაში წყალი და ჩავიბანეი თეძო-მენჯი. ტასტი გაინსო ძუნძგლითაა. გადავაქციეი პანტი ჩეროში.
Labels:
ამბავი,
გასართობი,
პატარა პოსტი
30.9.09
წეროვანთან "კრანი" იპოვეს
30.9.09
0
ამ დილით, იმის მაგივრად რომ მცხეთაში წავსულიყავი, წეროვანში ამოვყავი თავი. აი მესმის ოპერატიულობა რა. სანამ ბიპის ხალხი რამეს გაიგებდა ჯერ ჩვენ მივედით შემთხვევის ადგილზე.
ისე მაგრად მიკვირს, როგორ აკეთებენ ამ "კრანებს" მილსადენზე, როცა ამხელა წნევით მიედინება ნავთობი მილში. თან ყველაფერი ისე ოსტატურად იყო გაკეთებული. ერთ სიტყვით დაიწყეს მილის ამოთხრა, მაგრამ გადარეკვა გადმორეკვების შემდეგ მიწა უკან მიაყარეს, ჯერ სურათი უნდა გადაგვეღოო. რა უცნაური წესები აქვთ ამ უცხოელებს :) .......

ამბავი
Subscribe to:
Posts (Atom)